კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის ოქტომბერი
ვინ ვართ
TeslaCare (teslacare.ge) არის დამოუკიდებელი სერვის-ცენტრი თბილისში. ეს პოლიტიკა აღწერს, რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ საიტზე და როგორ ვიყენებთ მათ.
რა მონაცემებს ვაგროვებთ
Google-ით შესვლისას: სახელი, ელფოსტა და პროფილის ფოტო.
ჯავშნისას: საკონტაქტო სახელი, ტელეფონი, ავტომობილის მოდელი, წელი და VIN (თუ მიუთითებთ), ადგილზე მომსახურების მისამართი, შენიშვნები და ჯავშნის ისტორია.
ტექნიკური მონაცემები: შესვლის სესიის cookie-ები, რომლებიც ავტორიზაციისთვისაა საჭირო.
რისთვის ვიყენებთ
ჯავშნის მიღება, დადასტურება და შესრულება, თქვენთან დაკავშირება ვიზიტთან დაკავშირებით და მომსახურების ისტორიის შენახვა. მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო მიზნით მესამე პირებს არ გადავცემთ.
სად ინახება
მონაცემები ინახება Supabase-ის სერვერებზე ევროკავშირში (ფრანკფურტი). საიტს მასპინძლობს Vercel, ავტორიზაციას უზრუნველყოფს Google. ეს მომსახურეობები მონაცემებს მხოლოდ ჩვენი დავალებით ამუშავებენ.
შენახვის ვადა
ანგარიშისა და ჯავშნების მონაცემებს ვინახავთ ანგარიშის არსებობის განმავლობაში. ბუღალტრული ან კანონით მოთხოვნილი ჩანაწერები შეიძლება დამატებით შევინახოთ კანონით დადგენილი ვადით.
თქვენი უფლებები
საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, გასწორება ან წაშლა, ასევე ანგარიშის გაუქმება. მოგვწერეთ: support@teslacare.ge.
კონტაქტი
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: support@teslacare.ge, +995 551 13 27 36.